NASA-ს ელექტროძრავიანი თვითმფრინავი სადებიუტო ფრენას მომავალ წელს შეასრულებს

NASA-ს ელექტროძრავიანი თვითმფრინავი სადებიუტო ფრენას მომავალ წელს შეასრულებს

access_time2021-10-30 10:30:02

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) სრულად ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი – X-57 Maxwell-ი სადებიუტო ფრენას 2022 წლის გაზაფხულზე შეასრულებს. ამის შესახებ NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა The Verge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„პროექტი მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას, ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან არიდებასა და გონივრული ფასების შენარჩუნებას“, – განაცხადა ბილ ნელსონმა.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ X-57 Maxwell-ი ელექტროთვითმფრინავების სერტიფიკატების სტანდარტების შემუშავების მიზნით შექმნა. ეს არის X-სერიის პირველი პილოტირებული საფრენი აპარატი, რომელიც NASA-მ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაამზადა. აღნიშნულ პერიოდში, ამავე სერიის დისტანციურად მართვადი თვითმფრინავი – X49 და ზებგერითი საფრენი აპარატი – X-59 შეიქმნა- ეს უკანასკნელი  პირველ ფრენას უახლოეს მომავალში შეასრულებს.

NASA-მ X-57 Maxwell-ზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო. კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე ინჟინრებმა იტალიური წარმოების თვითმფრინავის – Tecnam P2006T-ის ისე გარდაქმნა გადაწყვიტეს, რომ აპარატს მხოლოდ ელემენტებზე მუშაობა შესძლებოდა. X-57 Maxwell-ი ამჟამად ტესტირებას ხმელეთზე, აშშ-ის კალიფორნიის შტატში განლაგებულ, NASA-ს ნილ არმსტრონგის სახელობის კვლევით ცენტრში გადის.


როგორც ცნობილია, X-57 Maxwell-ის ფრთები შედარებით მცირე ზომის ექვს-ექვსი  ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი, რომლებიც პროპელერების დახმარებით აპარატის ხმელეთიდან აფრენას უზრუნველყოფენ. ფრთების ბოლოებში კი თითო-თითო, უფრო დიდი ზომის ძრავები განლაგდება. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ელემენტის ერთი დამუხტვით საშუალოდ 160 კილომეტრი დისტანციის დაფარვას შეძლებს, მისი კრეისერული სიჩქარე კი 280 კმ/სთ-მდე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ X-57 Maxwell-ი შეუჩერებლად დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იფრენს.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ X-57 Maxwell-ი სადებიუტო ფრენას წარმატებით შეასრულებს.


წყარო:  forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up