NASA-ს ერთ-ერთმა კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა ვარსკვლავურ სისტემაში დედამიწის ზომის კიდევ ერთი პლანეტა (მხოლოდ 5%-ით პატარა), რომელიც შესაძლოა შეიცავდეს წყალს და, შესაძლოა, სიცოცხლესაც.
პლანეტას ეწოდა TOI 700 e და ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზეა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოთხე პლანეტაა აღმოჩენილი M TOI 700-ის ორბიტაზე, რაც ამ სისტემას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის NASA-სთვის.