nasa ვარაუდობს, რომ ადამიანები ამ ათწლეულის განმავლობაში მთვარეზე დასახლდებიან - ამის შესახებ ინფორმაცია ნასას წარმომადგენელმა BBC - ის მიაწოდა
ჰოვარდ ჰუ, რომელიც Orion მთვარის კოსმოსური ხომალდის პროგრამას ხელმძღვანელობს აღნიშნა, რომ მთვარეზე ადამიანების დასახლება სამეცნიერო მისიების მხარდაჭერისთვის იქნება საჭირო. მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტა Artemis-ის გაშვება ადამიანისთვის ისტორიული მოვლენა იყო. ორიონი ამჟამად მთვარიდან დაახლოებით 134 000 კილომეტრში იმყოფება, რაკეტის თავზეა კოსმოსური ხომალდი orion , რომელიც პირველი მისთვის ეკიპაჟის გარეშეა, თუმცა იგი აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც დააკვირდება ადამიანის სხეულზე ფრენის გავლენას.
როგორც ჰუმ BBC - სთან ინტერვიუში განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ამჟამინდელი არტემისის ფრენა წარმატებული აღმოჩნდება, შემდეგი გაშვება მოხდება ეკიპაჟით, მას შემდეგ კი იქნება მესამე ფრენა, რომლის დროსაც ასტრონავტები კვლავ დაეშვებიან მთვარეზე, რაც 1972 წლის დეკემბრის შემდეგ პირველ მოვლენა იქნება.