15 მარტს აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა Nasdaq-მა რამდენიმე რუსული კომპანიის დელისტინგი გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიების ფასიანი ქაღალდების კოტირება აიკრძალა.
როგორც ამერიკული სავაჭრო პლატფორმის შეტყობინებაშია ნათქვამი, მან Yandex N.V.-ს, Ozon Holdings Plc-ს, Qiwi Plc-ს და HeadHunter Group Plc-ს აცნობა, რომ 24 მარტიდან მათი აქციები „ლისტინგიდან“ წაიშლება, თუ კომპანიები ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.
Nasdaq-მა 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ერთდროულად შეაჩერა ვაჭრობა ჩამოთვლილი ემიტენტების აქციებით. მას შემდეგ ისინი არ განახლებულა.
ამავდროულად, ნიუ-იორკის მეორე საფონდო ბირჟამ, NYSE-მ Cian Plc-ის (Cian სერვისი) სადეპოზიტო ქვითრების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოაცხადა.