საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით ხელისუფლება განიხილავს შიდა ფრენების აღდგენის საკითხს.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ, იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ამას ახლავს თან, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს შიდა ფრენების აღდგენაზე. პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა, მათ შორის, ტურიზმისთვის. ამიტომ მისი აღდგენის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და უფრო მეტ დეტალს მომავალ კვირას გაგაცნობთ“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.