ნათია თურნავა - აბსოლუტურად დაემთხვა პრო - რუსული, ნაციონალისტურ - ექსტრემისტული ძალებისა და სააკაშვილის ნარატივი, თითქოს ჰესები აღარ უნდა ვაშენოთ და სერვისებს „მივაწვეთ“

ნათია თურნავა - აბსოლუტურად დაემთხვა პრო - რუსული, ნაციონალისტურ - ექსტრემისტული ძალებისა და სააკაშვილის ნარატივი, თითქოს ჰესები აღარ უნდა ვაშენოთ და სერვისებს „მივაწვეთ“

access_time2021-05-31 09:00:00

ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რასაც არ გავურბივართ, ალბათ, დააკლდა კომუნიკაცია,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს.


როგორც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, არაფერია ისეთი, რაც გამოუსწორებელია.


“მართლაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ჯგუფები, მოსახლეობა აპროტესტებს მშენებლობას. ვინც არ აპროტესტებს, უბრალოდ კითხვებს სვამს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს პრობლემა რადგან შეიქმნა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყოველთვის არის და ამას არ გავურბივართ. ალბათ, დააკლდა კომუნიკაცია. შეიძლება არ არის დიდი გამართლება, რომ კოვიდის პერიოდი იყო. კოვიდი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, ბევრი პროცესი შეაფერხა და შეანელა“, - აღნიშნავს მინისტრი.


ამასთან, თურნავას განცხადებით, პროექტის გაუმჯობესების შესაძლებლობაც ყოველთვის არსებობს.


„ჩვენ, მათთვის, ვისაც რეალურად აინტერესებთ კითხვებზე პასუხის მიღება, თუნდაც გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, გავხსენით ორი ძალიან კარგი პლატფორმა. არ გეგონოთ, რომ ამ პლატფორმას არ იყენებენ, ბევრი მართლაც ჩაერთო, იგივე მეცნიერები, არასამთავრობოები. ერთი არის, რომ ექსპერტთა საბჭოს იდეით გამოვედით, ეს პირობითი ექსპერტთა საბჭოა, რომელიც ყველასთვის ღიაა. ყველა კვლევა ატვირთულია, ხდება უკვე მათი გადამოწმება, მუშაობენ ექსპერტები. მეორესაც დავამატებ, ეს არის კიდევ უფრო მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. ეს არის ენერგეტიკული გაერთიანების ევროკავშირის დავების გადაწყვეტის საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც მედიაციაში ჩაერთო და კონტაქტობს, მათ შორის „რიონის ხეობის მცველებთან“, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს თანდათან ამ პლატფორმაზე დალაგდება”, - განაცხადა თურნავამ.


წამყვანის კითხვაზე, „აქამდე რატომ იყო ეს ყველაფერი დაფარული“, ნათია თურნავა პასუხობს, რომ ეს ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იყო“.


„ასეთი დიდი პროექტების გამოცდილება მართლაც დაიკარგა. ეს არის მართლაც ჭკუის სასწავლებელი მაგალითი, რადგან 430 მეგავატიანი სადგურია. აქამდე 1300- მეგავატიანი „ენგური“ აშენდა და შემდეგ მაქსიმუმ 150 -180 მეგავატი სადგურები შენდებოდა, რომელსაც გარკვეული პრობლემები ახლდა, მაგრამ არა ამ დონის პროექტები იყო“, - განაცხადა მინისტრმა.


„მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აგრესია ეკონომიკის მინისტრის მიმართ წამოვიდა, მესმის, მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი, მე ვარ ავანგარდში ენერგეტიკული პოლიტიკის, რომელსაც ისინი აკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უსამართლო კრიტიკა და შეურაცხყოფაა, მინისტრი ვარ, მთავრობის წევრი ვარ, მაქვს თმენის ვალდებულება, ამისგან აბსტრაგირებული ვარ, გვერდზე გადავდე. დღესაც კვლავინდებურად ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურად განწყობილ ადამიანებს, ვინც პირდაპირ ლანძღვით არის დაკავებული ვეპატიჟებით სამინისტროში, მობრძანდით, მოდით იმ ფორმატში, რა ფორმატშიც გინდათ, გავიაროთ“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.



რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა გადადგომას, ნათია თურნავას თქმით, ნებისმიერი თანამდებობა წარმავალია და მთავარი არის სახელმწიფოს ინტერესები, რასაც პათეტიკის გარეშე ამბობს.


„მე ერთი წამითაც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ სახელმწიფოს ინტერესი, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ვიყოთ დამოუკიდებლები და სწორედ „ნამახვანზე“ , „ნენსკრაზე“, „ხუდონზე“ გადის ჩვენი სახელმწიფო, ენერგეტიკული, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ნამდვილად არ ვიქნებოდი აქ, რადგან არც ისე სასიამოვნოა და მარტივი იმ ნიაღვარის ატანა, რაც ზოგჯერ ჩვენთან მიმართებაშია“, - განაცხადა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, „ნამახვანთან“ დაკავშირებით, მაშინვე იქნა აღიარებული, რომ „კომუნიკაციაში იყო შეცდომა“.


„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი რაიმე, თუნდაც კომუნიკაციის თვალსაზრისით იყო დანაკლისი და რეალურად იყო ხომ? - პრობლემამდე მივედით, ჩვენ ვხედავთ გზას, ეს როგორ გამოვასწოროთ. აბსოლუტურად გვძალუძს, რომ კომუნიკაციის, სწორი კომუნიკაციის გზით, ყველაფერი გავაკეთოთ. დაწყებული არის ისტორიული პროექტი. ეს არის უკვე წარმატება“, - აცხადებს ნათია თურნავა.


ნათია თურნავამ ასევე უპასუხა კითხვას, თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშიღებით, რომლის თანახმადაც თავად, რომ ყოფილიყო მინისტრი, „ნამახვანჰესი“ უკვე აშენდებოდა. კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ კალაძის ეს განცხადებაც მის მიმართ კრიტიკა იყო, თურნავა პასუხობს: „არა, რა თქმა უნდა“.


თურნავას თქმით, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაშიც თითო აგურს დებდა მთავრობა 2016-2017 წლიდან.


„პირიქით, მე ეს სხვაგვარად აღვიქვი. კახა კალაძე მართლაც ერთ-ერთი წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი იყო. მის დროს ყველაზე მეტი მემორანდუმი იყო გაცემული. მერე ჰესების მშენებლობა რომ წამოვიდა, გაჩნდა გარკვეული პორობლემები და რაღაცნაირად ეს პროცესი შენელდა, რაც არ არის კარგი ქვეყნისთვის, მაგრამ უფრო დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ. გვინდა, მხოლოდ დიალოგით გადავლახოთ ეს პროტესტი და არამც და არამც რაღაცა ადმინისტრაციული დოზებით, ეს წარმოუდგენელია. მე კალაძის ნათქვამში დავინახე მოწოდება, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად , რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური შენდებოდეს. რომც იყოს გარკვეული კრიტიკა, ესეც მისაღებია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ჩვენ ენერგეტიკის განვითარებაში. ყოველი დაგვიანებული თვე, არის მომავალში სხვისგან ნაყიდი ელექტროენერგია. კრიტიკაც რომც იყოს, ეგეც მისაღებია ჩემთვის. უნდა დავაჩქაროთ განვითარება, რა თქმა უნდა“, - აცხადებს თურნავა.


ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა ჰესებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდნტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როგორც თურნავა აღნიშნავს, აბსოლუტურად დაემთხვა პრო-რუსული, ნაციონალისტურ-ექსტრემისტული ძალებისა და მიხეილ სააკაშვილის ნარატივი, თითქოს ჰესები აღარ უნდა ვაშენოთ და სერვისებს „მივაწვეთ“.


თურნავას თქმით, საქართველო არა სერვისების, არამედ წარმოების ეკონომიკაა.


„მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა, რომ „ნამახვანის“ პროტესტი, რომელიც არსებითად გულწრფელი პროტესტია, ხშირად ცდილობს მოირგოს სხვადასხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. აქ დაემთხვა აბსოლუტურად პრო-რუსული, ნაციონალისტურ-ექსტრემისტული ძალების ნარატივი და მიხეილ სააკაშვილის ნარატივი, თითქოს ჰესები აღარ უნდა ვაშენოთო და სერვისებს მივაწვეთო. ჩვენ არ ვართ სერვისების ეკონომიკა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმი, მაგრამ ჩვენ ვართ წარმოების ეკონომიკა. თუ შეხედავთ ტოპ საქონელს, რომლის ექსპორტსაც ვაწარმოებთ, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობის საქონელი, მათ შორის სოფლის მეურნეობის გადამუშავება. თუ ნახავთ, რომელი დარგები ქმნიან პოზიტიურ დინამიკას და დინამიკა იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური“, - აღნიშნა თურნავამ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up