ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება, რაც ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მეტ დასაქმებასა და  ინვესტიციას

ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება, რაც ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მეტ დასაქმებასა და ინვესტიციას

access_time2020-09-09 13:00:01

„მომავალში და, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის“ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საქმიანობას აფართოებს და ავეჯის წარმოებას გეგმავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელმაც გაფართოების მიზნით, ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.



„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ სწორედ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი“ კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




ნათია თურნავას თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იარაღია, ძალიან წარმატებით ასრულებს ფუნქციას - უკვე 600-ზე მეტი სხვადასხვა საწარმო და სასტუმროა მხარდაჭერილი, 6000-ზე მეტი მიკროგრანტია ოჯახებზე გაცემული მიკროსამეწარმეო საქმიანობისთვის და, ჯამში, შექმნილია 34 000 ახალი სამუშაო ადგილი.



რაც შეეხება „მეგადორსს,“ რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, კომპანიამ პროგრამის ფარგლებში ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარომოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.



დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში „მეგადორსი“ დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში სულ მცირე 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up