ნათია თურნავა: „აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად“

ნათია თურნავა: „აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად“

access_time2021-12-14 14:10:00

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.



„დღეს, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის გახსნამდე მე და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას შესაძლებლობა გვქონდა, გვემსჯელა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებზე - აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა - 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16 პროცენტით, ხოლო ექსპორტი აზერბაიჯანში 22 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის და მე კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ქართული პროდუქციის უფრო თავისუფალი შესვლის რეჟიმზე აზერბაიჯანის ბაზარზე, ამ კუთხით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც ჩემი კოლეგა შემპირდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონალურ პროექტებზე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის, ისე - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია, აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.



„ჩვენ, სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს გვაქვს ძალიან ბევრი ერთობლივი მსხვილი რეგიონალური პროექტი - ნავთობის და გაზის, რკინიგზის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ შეხედულებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ურთიერთ ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და რაც მთავარია, მეტი კონტაქტები დავამყაროთ ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



სხვადასხვა სექტორში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვიც, ამასთან, ის აქცენტს აკეთებს მათი კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.



„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს. ამასთან, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ორმხრივი ინვესტიციები. დღევანდელ ბიზნესფორუმს რაც შეეხება, ეს არის კარგი შესაძლებლობა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან ჩვენ ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სამივე ქვეყნის საქმიანი წრეებისთვის სასარგებლო პროცესში ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავება განამტკიცებს რეგიონალური თანამშრომლობას“, - განაცხადა მიქაელ ჯაბაროვმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up