ნათია თურნავა ჩინეთის მსხვილი კორპორაციის „Dongfang Electric International Corporation“ - ის პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა ჩინეთის მსხვილი კორპორაციის „Dongfang Electric International Corporation“ - ის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2021-07-14 23:59:58

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.


შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.



ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. ასევე აღინიშნა, რომ ჩინური კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხსაც. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.


ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up