ნათია თურნავა - ჩვენ ვემზადებით ახალი რეფორმებისთვის, ინიციატივებისთვის და განვითარებისთვის

ნათია თურნავა - ჩვენ ვემზადებით ახალი რეფორმებისთვის, ინიციატივებისთვის და განვითარებისთვის

access_time2021-12-31 09:00:00

ჩვენ ვემზადებით ახალი რეფორმებისთვის, ინიციატივებისთვის და განვითარებისთვის, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი წლის შემდეგ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.



ასევე, კითხვაზე, რამდენად აქვს საფუძველი ამ ტიპის ინფორმაციას და ემზადება თუ არა ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი წასასვლელად, თურნავა პასუხობს, რომ „მომავალ წელს ჩვენ ვემზადებით უკეთესი ეკონომიკური გარემოს შესაქმენლად ბიზნესისთვის, მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენი მოქალაქეებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“.



გარდა ამისა ეკონომიკის მინისტრმა გადაცემაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 40-მდე ახალი პროექტი აქვთ შემუშავებული.



„40-მდე ახალი პროექტი არის მარტო ჩემი სამინისტროს პორთფელში შექმნილი. ეს არის ტურიზმის თვალსაზრისით ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ტრადიციული ტურისტული კურორტების განვითარება, ეს არის ლოჯისტიკური ცენტრები, სამრეწველო პროექტები. აი, ამ შეთავაზებებით და პაკეტებით აქეთ მოვძებნით და შევთავაზებთ ინვესტორებს ამას უფრო პროაქტიურად და არ დაველოდებით ჩვენ ვიდრე მოგვადგებიან. ეს არის ის სიახლე, რომელიც ჩვენთან არის“, - განაცხადა თურნავამ.



​როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში პოლიტიკურმა გავლენებმაც ვერ მოახდინა ნეგატიური განწყობა ინვესტორებზე იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება არცერთ პოლიტიკურ ძალას, „ვისაც ჰქონდა სურვილი დესტრუქციის, ეს განეხორციელებინა.




„არ მივეცით საშუალება ქვეყანაში არეულობის შემოტანის და დაერღვიათ დიდი შრომით მოტანილი მაკროეკონომიკური სტაბილურობა, - განაცხადა თურნავამ.



ამასთან, კითხვაზე, პანდემიის გარდა ხომ არ შეიძლება ვეძებოთ რაიმე სუბიექტური მიზეზები, რომელიც ხელისუფლების მიერ ცალკეული მიმართულებით არასწორ ნაბიჯებს უკავშირდებოდეს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ არასდროს ჰქონიათ მცდელობები ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს ეკონომიკაში თუ სოციალურ სექტორში, პანდემიისთვის გადაებრალებინათ.



„პანდემიამ თავისი დიდი მნიშვნელოვანი პრობლემა მოიტანა და ეს ასეა და ამაზე ვერავინ დაობს. რა თქმა უნდა, ის სირთულეები და გამოწვევები, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებით გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე უშუალოდ პანდემიით გამოწვეული მოკლევადიანი ეფექტი. ინფლაცია არის პანდემიით გამოწვეული და მალე ჩაქრება, მაგრამ სიღარიბე ეს არის ისეთი სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ქვეყნები წლების განმავლობაში ებრძვიან და განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს სიღარიბის ფენომენი. ეს ნამდვილად არ აიხსნება პანდემიით, ეს არის სისტემური პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავხვეწოთ ჩვენი პოლიტიკა, რაღაცა გამოგვდის, რაღაცა ალბათ, არ გამოგვდის და შეცდომებიც ხდება ხოლმე. შეცდომებს არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. მზად ვართ ყოველთვის, რომ ვაღიაროთ რაც არასწორად გაკეთდა ან შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, ამიტომაც, მუდმივად იცვლება ჩვენი მიდგომები.



მუდმივად ძიების პროცესში ვართ და ახალი პროექტები და ინიციატივები შემოდის. პირდაპირ მითითება გვაქვს პრემიერისგან, რომ მომავალი წელი რეალურად იყოს როგორც ჩვენ ვვარაუდობთ სრულფასოვანი აღდგენის და განვითარების წელი, უნდა აღინიშნოს ახალი ინიციატივებით.



ძალიან ბევრი ახალი ინიციატივაა, მათ შორის ადამიანების ყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. ხედავთ, რომ წლის ბოლოს რამდენიმე ახალი ინიციატივა გაჟღერდა. ჩვენთან ეს არის ახალი საინიციატივო შეთავაზება. ერთ-ერთი გამოწვევა არის ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა. გარკვეული პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, მაგრამ საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენი განხორციელებული პოლიტიკა თუ იყო პასიური და ინვესტორები აქეთ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რა პროექტში შეიძლება ჩავდოთ ფული და მერე ვთავაზობდით გარკვეულ შეთავაზებას, ახალ ვცვლით და ეს იქნება აგრესიული, პროაქტიური მიდგომა, როდესაც აქეთ ვავითარებთ და ვეძებთ ინვესტორებს სხვა ქვეყანაში, - განაცხადა თურნავამ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up