ნათია თურნავა: „ჩვენ ყველანაირად  შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას“

ნათია თურნავა: „ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას“

access_time2021-12-14 17:00:00

„სამმხრივი ბიზნესფორუმი ის ღონისძიებაა, რომელიც ნამდვილად მოწმობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ შევძელით კერძო სექტორთან ერთად გაგვეძლო პანდემიის ურთულესი და კომპლექსური გამოწვევისთვის და აქცენტი გადაგვეტანა მომავალზე, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ და გავააქტიუროთ ჩვენი ბიზნეს-კავშირები“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბაქოში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



სამმხრივი ბიზნესფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წელს უკვე მეექვსედ იმართება. ფორუმში მონაწილეობს ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი სამივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ახლაც მოხერხდა მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც მან აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა.



ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტი და პოსტპანდემიური გადაწყვეტილებები, მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობის პოლიტიკის კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ისტორიულად აერთიანებს სტრატეგიული, რეგიონალური ლოგისტიკური, ენერგეტიკული პროექტები და დერეფნები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება და ეს არის ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარი.




„ფორუმზე საქართველოდან წარმოდგენილია როგორც უკვე მოქმედი ბიზნესები, სადაც უკვე მონაწილეობს აზერბაიჯანული ან თურქული ინვესტიცია, ასევე ის ბიზნესები, რომელთაც სურთ ახალი ურთიერთობების დამყარება, იქნება ეს სავაჭრო თუ საინვესტიციო კავშირები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ახლა ეკონომიკურ აღდგენას განიცდის, გამოდის პანდემიური კრიზისისგან, განსაკუთრებით საქართველო, რომელიც ბიზნესმენებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურ მაკროეკონომიკურ სთავაზობს და ორი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც საინვესტიციო პლატფორმა და ჩვენ დღეს ამაზე გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახლა B2B შეხვედრები ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება ახალი საინტერესო პროექტების დასაწყისი“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას.



ნათია თურნავას ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - დაწყებული სოფლის მეურნეობის წარმოებით და გადამუშავებით და დამთავრებული ქიმიური მრეწველობით, საშენ მასალათა წარმოებით, დეველოპმენტით და ა.შ. მინისტრის თქმით, ყველა ამ სფეროში გვყავს ინვესტორები ორივე მეზობელი სახელმწიფოდან და არის შესაძლებლობა, რომ მათი მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს.



„მზარდია ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკა, ის მიმდინარე წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვითაა წარმოდგენილი როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ძალიან სწრაფად ხდება პანდემიის დროს დაზარალებული ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, და რა თქმა უნდა, ჩვენ, ეკონომიკური უწყებები ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up