ნათია თურნავა:  „ჩვენი მწვანე ენერგიის ევროკავშირისთვის მისაწოდებლად განიხილება შავი ზღვის ფსკერზე 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი“

ნათია თურნავა: „ჩვენი მწვანე ენერგიის ევროკავშირისთვის მისაწოდებლად განიხილება შავი ზღვის ფსკერზე 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი“

access_time2021-03-18 15:20:00

ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 



„ეს არის ყველაზე გრძელი, დაახლოებით 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება შესაბამისი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში, ეს პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს. პროექტზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ევროკავშირი გვიდგას გვერდში. ამოცანა არის ის, რომ შემდგომში, ჩვენი მწვანე ენერგია, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად.



„მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მონაწილეობას მიიღებენ არამარტო შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაშიც და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ წყალქვეშა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up