ნათია თურნავა - დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული

ნათია თურნავა - დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული

access_time2020-12-22 19:00:00

„მსურს განვმარტო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მაქსიმალურად, სოციალურად დაბალანსებულია, რადგან ბაზრობების გარდა, სულ მცირე 20 ათასი რეგისტრირებული იურიდიული პირი და ინდმეწარმეა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არასასურსათო ვაჭრობაშია ჩართული და არასასურსათო მაღაზიების მფლობელია, შესაბამისად, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ყველა კატეგორიის დასაქმებულისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება და და მაქსიმალური სამართლიანობის პრინციპი იქნა დაცული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეპიდემიოლოგებთან ერთად მსჯელობისას, გამოიკვეთა ვაჭრობის ის სეგმენტები, სადაც სამწუხაროდ, მიუხედავად ყველა აკრძალვისა, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო რთული იქნება ამ შეზღუდვების დაცვა.

ნათია თურნავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრობები დიდი სივრცეებია და ბევრი იურიდიული პირია წარმოდგენილი, თავად ბაზრობის ადმინისტრაციასაც კი, გაუჭირდება სხვადასხვა მეწარმის და ცალკეული ობიექტის ერთიანად მართვა და ამ პასუხისმგებლობის აღება, განსხვავებით სხვა ორგანიზებული ტიპის სავაჭრო ობიექტისა.


„აქედან გამომდინარე, მოხდა ამ გადაწვეტილების მიღება და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, მძიმეა, მათ შორის ბაზრობებისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისა და ლიბერალიზაციის გეგმის პარალელურად, მეოთხე ტალღა დახმარების სოციალური პაკეტის დავაანონსეთ და უკვე მიდის იმპლემენტაცია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დაკარგავს სამუშაოს ლეგალურ სექტორში, გათვალისწინებულია 1200 ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს რაც შეეხება, მათ შორის ბაზრობების დიდი კონტინგენტია, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება. რამდენადაც ვიცით, უკვე 90 ათასმა ადამიანმა მიმართა კიდეც ამ დახმარებას, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველას ერთად მოგვცემს საშუალებას, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, ავირიდოთ თავიდან დიდი მობილობა ადამიანების, რაც ყოველთვის ხდება ბაზრობაზე, სადაც ამის კონტროლი რთულია და ამ ადამიანებს, ვინც იქ დასაქმებულია, გადავატანინოთ ეს რამდენიმეკვირიანი პერიოდი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up