ნათია თურნავა - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება

ნათია თურნავა - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება

access_time2021-12-17 09:00:00

„ნამახვანჰესის“ არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.



„ნამახვანიჰესი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იგეგმებოდა და შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ან დაიწყო განხორციელება, ან ჯერ იგეგმება, ასეთია ხუდონი, ნენსკრა, ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული აქტივი. ისეთივე სტრატეგიული, როგორიც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რაც ჩვენ გვაქვს, როგორც თბოსადგურები, სადაც ჩვენ ვასტაბილურებთ ჩვენს სისტემას, როდესაც ზამთრის დეფიციტი გვაქვს. როგორიც არის გაზსაცავი, რომელიც იქნება მომავალში. ასეთივე სტრატეგიული აქტივი არის „ნამახვანჰესი“. მისი არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი არა მარტო როგორც მილიარდ 500 მილიონის დამატებითი ადგილობრივი გამომუშავება, არამედ როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის“,- განაცხადა თურნავამ.



მინისტრის თქმით, პროექტი თავის დროზე საკმაოდ სწრაფად დაიწყო.




„საკმაოდ კარგი კომუნიკაცია იყო თავიდან ინვესტორსა და მოსახლეობას შორის. შემდეგ ეს კომუნიკაცია შენელდა. ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ კომუნიკაციის ნაკლებობა, არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარემოს დამცველებთან. ამან დაბადა ბევრი პრობლემა, მათ შორის იყო ბევრი მითი, რომელიც ვრცელდებოდა ამ პროექტის ირგვლივ. ასევე იყო გულწრფელი პროტესტი. არ გამოვრიცხავ, რომ იყო გარკვეული მოტივირებული ჯგუფებიც, თუმცა ეს ცალკეული ეპიზოდები იყო და ძირითადად ალბათ გულწრფელი წუხილი. საბოლოო ჯამში, გვაქვს ეს სურათი, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ინვესტორთანაც იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა არსებული ჩარჩო, რომელიც იყო ინვესტორთან დადებული, გამოგვეკვეთა ის საკითხები, რომელზეც ყველაზე თუნდაც ირაციონალურო წუხილი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ამის გათვალისწინება. იქედან გამომდინარე, რომ პროექტი უფრო სწრაფად წასულიყო წინ, სამწუხაროდ ინვესტორმაც ვერ გამოიჩინა სათანადო მოთმინება და მოქნილობა. არადა ასეთი პროექტები ყოველთვის და ძალიან ხშირად, მთელს მსოფლიოში ასოცირდება მოსახლეობის პროტესტთან, გარემოს დამცველების მხრიდან სხვადასხვა კითხვებთან, პრობლემებთან და ინვესტორი ყოველთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამაში უფრო ღრმად შევიდეს. მართალია თავიდან რაღაც შეთანხმებები შედგა, გადაიდო კაშხლის მშენებლობა და ა.შ, მაგრამ ბოლომდე ეს პროცესი ვერ მივიდა. საბოლოო ჯამში ინვესტორმა გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა, რომ პროექტიდან სურს გასვლა“,- განაცხადა თურნავამ​​.



ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არბიტრაჟი დაწყებული არ არის, ჯერ იმყოფებიან „ენკასთან“ მოლაპარაკების პროცესში. ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, თუ „ენკა“ პროექტში არ დარჩა, შეიძლება განახორციელოს სახელმწიფომ, რაც, მინისტრის თქმით, არ იქნება ურიგო.



მინისტრს იმედი აქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს დიდი ჩართულობით აშენდება.




„დავუშვათ, თუ ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, რა პირობებითაც შეიძლება მათი დაბრუნება, თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან, იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც ამ პროექტს მერე საბოლოო ჯამში დაუკარგავს საქართველოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ ამ შეთანხმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ერთი, რომ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ ეს პროექტი შემდეგ იყოს გახსნილი კვლავ განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, მომავალში ეს პროექტი, თუ „ენკა“ არ დარჩა პროექტში, შეიძლება განახორციელოს თვითონ სახელმწიფომ, რაც არ იქნება ურიგო იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამის ირგვლივ და ლიდერშიპი ჰქონდეს სახელმწიფოს. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ. დაგვანახა ამ შემთხვევამ, რომ ამ მსხვილ პროექტებს სჭირდება მართლაც განსხვავებული მიდგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მხრიდან და ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up