ნათია თურნავა: „ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე  თორმეტ მსხვილ მიმართულებას“

ნათია თურნავა: „ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას“

access_time2021-07-06 13:40:00

„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030“ გამართულ პრეზენტაციაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



ნათია თურნავას ინფორმაციით, თავად დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, მცირე ბიზნესის გაძლიერებით, ინვესტიციების მოზიდვით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით და რაოდენობრივი მაჩვენებლებით, რომლებსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2025 და შემდგომ უკვე 2030 წელს.




„ბოლო წლებში, 2019 წლის ჩათვლით, ვიდრე ჩვენ დავდგებოდით გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინაშე, ეკონომიკური ზრდა ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი დონით, აღმავალი ტენდენციით. ჩვენ მოვიპოვეთ რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი, პირველ რიგში იმის შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია თავის არჩევანში და ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.



ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up