ნათია თურნავა - ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება

ნათია თურნავა - ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება

access_time2021-12-20 14:20:00

სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.



მისი ინფორმაციით, ტრადიციულად, ლიდერობს მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ექსპორტი, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, თუმცა მესამე-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით არის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების მრეწველობა.




„დღეს გამოქვეყნდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით. დღეს უფრო ჩაშლილი მონაცემები ვრცელდება, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა მხოლოდ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების ექსპორტსაც შეიცავს და რეექსპორტსაც, არამედ უშუალოდ ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე გვაქვს საკმაოდ დადებითი ტენდენცია. 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი გაიზარდა 44,1%-ით, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, თუ შევადარებთ 2019 წლის ნოემბერს ანუ პანდემიამდე პერიოდს, აქაც გვაქვს თითქმის 49%-იანი ზრდა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა ნოემბერში 325,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 11 თვეს თუ დავაჯამებთ, ამ პერიოდშიც სწორედ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის ზრდა, 28,7% გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 11 თვეში - 2,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვებმა საგარეო ბაზრებზე. გეოგრაფიაც არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ კონკრეტულ ცალკე აღებულ ბაზარზე არ არის ჩვენი მწარმოებელი დამოკიდებული და მაქსიმალური რაოდენობა ქვეყნების არის მოცული. სწრაფი ზრდა გვაქვს ჩვენ როგორც რეგიონის ქვეყნებში, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით პროდუქციის გაყიდვაში, ასევე ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ორი გეოგრაფია კიდევ გამოირჩევა მაღალი ზრდის მაჩვენებლით, სწრაფად იზრდება იქ ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვები და ინტერესიც მატულობს. რაც შეეხება, თუ რა პროდუქციის მიხედვით დაფიქსირდა ზრდა და სად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი - ტრადიციულად, ლიდერობს, რა თქმა უნდა, მომპოვებელი და მძიმე მრეწველობის ინდუსტრია, ეს არის სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფის შემდეგ უკვე მესამე ~-მეოთხე პოზიციაზე ზრდის ტემპის მიხედვით არის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია და კვების მრეწველობა - ეს არის ღვინო, ეს არის თხილი, კვების მრეწველობის პროდუქცია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიიმართება და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალურად მაღალი მოთხოვნა არის ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე,“- განაცხადა თურნავამ.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up