ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

access_time2020-02-05 13:32:56

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის იანვრიდან იკავებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში.



ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს იმ დიდ სავაჭრო პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება.




ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ისრაელი მეშვიდე ადგილზეა ტოპ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის - 2019 წელს საქართველოში 205 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რომელიც წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით მეტი იყო. ითქვა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებამ. კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები კვირაში 42 სიხშირით ფრენენ.



შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს სამომავლო საქმიანობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში წარმატება უსურვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up