ნათია თურნავა - კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, კომუნიკაცია არ აკლია, მათი მხრიდან რადიკალური მოთხოვნები გასაკვირია

ნათია თურნავა - კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, კომუნიკაცია არ აკლია, მათი მხრიდან რადიკალური მოთხოვნები გასაკვირია

access_time2021-02-17 18:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მისთვის გასაკვირია, როდესაც ბიზნეს ასოციაციები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობას რადიკალური მოთხოვნებს უყენებენ.

როგორც თურნავა ამბობს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გარკვეული პაუზაა, რათა შედეგებს დააკვირდნენ.

ამასთან, თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე საათში სარესტორნო ინდუსტრიისა და მათი გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართვს. მთურნავას აზრით, ულტიმატუმის ენით საუბარი ამ დიალოგის ინტერესებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„დღეს 17 თებერვალია და მოგეხსენებათ, რომ თებერვალი არის შემსუბუქების თვე. პრაქტიკულად, არც ერთი კვირა თებერვლის ისე არ გასულა, რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული რომელიმე რეგულაციის შემსუბუქებასთან და რომელიმე დარგის გახსნასთან. ჩვენ მაქსიმალურად რაც გვქონდა დაგეგმილი და რაც შევძელით დღეის მდგომარეობით, გავხსენით ძალიან დიდი ბიზნესსფეროები და ბიზნესსაქმიანობები. რასაკვირველია, ბუნებრივია, რომ გარკვეული პაუზა გვაქვს აღებული, რათა გადავხედოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს საკმაოდ მასშტაბური გახსნები ეპიდემიოლოგიურად და შემდეგ შევძლოთ ასევე ეტაპობრივად, ფრთხილად, ყველა პროტოკოლის დაცვით ვიაროთ წინ. ამას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ევროპა ემზადება მესამე ტალღისთვის და პირიქით, ჩვენ გვესმის ინფორმაცია უფრო მეტი გამკაცრების შესახებ. კორონავირუსიც არ დამარცხებულა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მალე დაიწყება საქართველოში და დაწყებულია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც მოვისმინე, რომ ბიზნეს ასოციაციები და განსაკუთრებით ტურისტული ინდუსტრია და სარესტორნო ინდუსტრია ასეთ რადიკალურ მოთხოვნებს უყენებს მთავრობას. ეს მაშინ, როდესაც წინასწარ გვქონდა ჩვენ შეთანხმებული და სულ რამდენიმე საათში ჩემთან შედგება შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიისა და მათი გაერთიანებების, სადაც ჩვენ შრომის ინსპექცია გვყავს მოწვეული. წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით ვაპირებთ, ვისაუბროთ უფრო სამუშაო ტექნიკურ დეტალებზე. მაგალითად, თუ რა ახალი რეგულაციები შეიძლება იყოს შემოღებული სარესტორნო ინდუსტრიაში იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს დავუყენოთ საკითხი და ვურჩიოთ, შევძლოთ, გავხსნათ შიდა სივრცეებიც.


აი, ამ თემებზე ვაპირებდით საუბარს. ახლა კი საკმაოდ ულტიმატუმის ტონით დგება ეს ახალი მოთხოვნები, რაც არამგონია, ემსახურებოდეს ამ დიალოგის ინტერესებს. არ ვიცით, ზოგადად, ვის ინტერესებს ემსახურება, რადგან ნამდვილად არ აკლია კერძო სექტორს, განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს კომუნიკაცია. კვირა არ გავა ისე, რომ ან მე, ჩემს მოადგილეებს, ან ტურიზმის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს ამ დიდი ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მიდგომა არასწორია, არაპროდუქტიულია. ზოგადად, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მარტო ერთ რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე, მაგალითად, სარესტორნო ინდუსტრიაზე, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ სკოლის მოსწავლეზეც, რონელიც 15 თებერვლიდან ჩვენი გადაწყვეტილებით უკვე თავისუფლად დადის სკოლაში. იმ ადამიანებზეც, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება 8 თებერვლიდან მოყოლებული და ესეც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხს ვაგებთ იმ ადამიანებზე, ვინც მუშაობს ან ესტუმრება ჩვენს სავაჭრო ქსელებს, რომელიც ასევე ყველა წესის დაცვით ავამუშავეთ. ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, ვდგამთ ნაბიჯებს. არამც და არამც რომელიმე ჯგუფის ან დარგის ზეწოლით. ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მოსაზრება მოვისმინოთ, მაგრამ გავითვალისწინოთ დაბალანსებულად, როგორც ადამიანების ინტერესი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის და ვირუსის არ გავრცელების ამოცანიდან გამომდინარე. ასევე ბიზნესის ინტერესები. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ წინასწარ შეთანხმებულები ვართ და ვიმსჯელებთ საქმიან ვითარებაში რესტორნებთან სწორედ იმაზე, რომ შემდეგ, როდესაც დადგება უკვე დახურული სივრცეების გახსნის საკითხი, როგორ დავარწმუნოთ საზოგადოება, ეპიდემიოლოგები, საბჭოს თითოეული წევრი იმაში, რომ ეს იქნება უსაფრთხო და რა დამატებით პასუხისმგებლობას იტვირთავს ეს ინდუსტრია. არა მარტო მოგვთხოვს რამეს, არამედ თვითონაც გაიზიარებს ეს სექტორი პასუხისმგებლობას. ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ მშვიდ სამუშაო გარემოში და არა ულტიმატუმებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up