ნათია თურნავა - მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

ნათია თურნავა - მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

access_time2021-12-27 15:00:00

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული თვალსაზრისით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის.



როგორც თურნავამ აღნიშნა, ე.წ. მაინინგი იწვევს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და აზიანებს ხაზებს. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაწყდება.



„ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში „ენერგო პრო“. კომპანია, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და რომელიც ფლობს იქ ხაზებს. ხშირია მაღალი მოთხოვნა-მოხმარება და ხაზების გადატვირთვა. ამის გამო, მომატებულია ავარიების რისკი. ნუ დაგვავიწყდება, რომ მესტია ტურისტებისთვის არის ერთ-ერთი მიმზიდველი ზამთრის კურორტი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც განახლებული, სრულიად ახალი საბაგიროები ავამოქმედეთ.




აქედან გამომდინარე, იყო სწორედ ეს გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რადგან არის პრობლემა – როგორიც არის არალეგალური მაინინგი, რითიც უშუალოდ მოსახლეობა, არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი ალბათ დაკავებულია. ეს განაპირობებს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და ზედმეტ დაწოლას ხაზებზე.



მინდა ვთქვა, რომ მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რომელიც პრაქტიკულად არალეგალურიც არის და აზიანებს ხაზებს, იყოს იქ განვითარებული და ამიტომ ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up