ნათია თურნავა - მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა

ნათია თურნავა - მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა

access_time2022-01-17 13:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ უარი თქვა ელექტროენერგიის დასუბსიდირების იმ ფორმაზე, რომელიც იყო მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, რადგან შეუძლებელი იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვა. მისი განმარტებით, მიმდინარე სრული წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდებათ საჭიროების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, რომელთა ქულა 150 ათასი ან ნაკლებია.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს მთელი წლის განმავლობაში იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც აქვს 150 ათასი და ნაკლები ქულა, დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნამატი. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება სწორედ კოვიდ პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ჩვენ უარი ვთქვით იმ მიდგომაზე, რომელიც არის მოხმარებულ კილოვატებზე მიბმული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული, რადგან ერთნაირად უსუბსიდირდებოდათ სხვადასხვა კომუნალური როგორც შეძლებულ ადამიანებს, ასევე გაჭირვებულ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია და სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ანუ მთელი წლის განმავლობაში იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც აქვს 150 ათასი და ნაკლები ქულა და ასეთი არის, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარიფის გაძვირება, რომელიც მოხდა 2020 წლის დეკემბერში, დაუსუბსიდირდებათ სრულად პირველი 200 კილოვატ/საათის ფარგლებში ანუ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს მოიხმარს, მაგრამ როგორც წესი, ეს ადამიანები, დაახლოებით, 200 კილოვატს მოიხმარენ თვეში, ასეთია სტატისტიკა. მეტიც რომ მოიხმაროს, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში მათ დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი და ეს იქნება, რა თქმა უნდა, სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ ნომერ პირველი გამოწვევა გვაქვს ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ფასების ზრდა, ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის და იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება და მეტად წაადგება,“ - განაცხადა თურნავამ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up