ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

access_time2021-06-09 22:00:00

„ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს - უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით. ასევე ზრდის პროცესი გვაქვს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის ინფორმაციით, მიმართულებების და ქალაქების მიხედვით, 2019 წლის მაისის და 2021 წლის მაისის ფრენების რაოდენობის შედარება თუ მოხდება, უკვე 65%-ით არის აღდგენილი. „ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზრდას. მთლიანობაში, იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რაც კეთდება გლობალურად ტურიზმის აღდგენის კუთხით და მათ შორის საქართველოში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ბაზარი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე 2023 წელს შევძლებთ, გადავასწროთ პანდემიამდელ დონეს მგზავრთნაკადის მომსახურების და მგზავრების მასპინძლობის თვალსაზრისით ყველა ჩვენი აეროპორტის მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ არამარტო ვერ შეძლო, რომ არსებული კომპანიების ფრენების აღდგენა შეეფერხებინა, არამედ საქართველოს ცაში ახალი კომპანიები გამოჩნდა.



ნათია თურნავას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს დღეებში ორი ახალი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ფრენებს - Eurowings და Bees Airline, ასევე ავიაკომპანია OMAN AIR. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ფრენები პოლონურმა LOT-მა, ასევე Bees Airline -მა, Air Astana-მ და FlyOne-მა.]


„ეს პროცესი შემდგომშიც გრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპტიმიზმი, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა აღდგება 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი თავიდან; რომ ტურიზმი აღდგება სულ მცირე ნახევარ დონეზე, რაც იყო 2019 წელს, დამყარებულია ჩვენს ძალიან რეალისტურ ნაბიჯებზე, ჩვენს პოლიტიკაზე და ეს სწორედ ასე იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up