ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და  მიმდინარე წლის  პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული

ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული

access_time2021-05-19 10:40:00

მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც აისახა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.


„მხოლოდ ამ ორ დღეში 17-18 მაისს აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი, გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი - პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, 1-ლი იანვრიდან დღეის მდგომარეობით, უკვე 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული და მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.



„დღეის მდგომარეობით უკვე შეგვძილია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა ძალიან სწრაფად წინმსწრებით შესრულდება. რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up