ნათია თურნავა: „პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  გაღებული ყოველი  ლარი 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა

ნათია თურნავა: „პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაღებული ყოველი ლარი 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა"

access_time2021-09-30 15:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნეს პროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრა მხარდაჭერის იმ პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს.


მისი თქმით, ბრენდი „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მასში სამი მსხვილი განმახორციელებელი სტრუქტურაა ჩართული. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.



„სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის წყალობით, ან მარტივად რომ ვთქვათ, სესხის პროცენტის სუბსიდირებით და ბანკებში თანაუზრუნველყოფით ამ წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა 833 პროექტს - ჩვენი თანადაფინანსებით და მხარდაჭერით, 1,8 მლრდ ლარის ჯამური ინვესტიცია იქნა მოზიდული და 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელიც ბრენდის „აწარმოე საქართველოში“ ქვეშ ამოქმედდა - ეს არის პროგრამები სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში - 856 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირებისთვის, ინდმეწარმეებისთვის მხარდაჭერას. საუბარია, მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, ბაღების გაშენებაზე, სამაცივრე მეურნეობებზე და ა.შ. მხოლოდ ამ კომპონენტში, 444 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თითქმის 13 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.




„მესამე მსხვილი კომპონენტს ახორციელებს და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო - ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურა, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ მეწარმეებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, ვისაც სურთ, რომ დაიწყონ წარმოება და ინვესტიციები განახორციელონ - შეგვიძლია, რომ მიწა გადავცეთ საინვესტიციო პირობებით. დღემდე 117 ასეთი პროექტია მხარდაჭერილი, 182 მლნ ლარის ინვესტიცია მოზიდული და თითქმის 10 000 სამუშაო ადგილი შექმნილი. ჯამში, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, საუბარია 1806 მხარდაჭერილ პროექტზე, ბენეფიციარზე, ვისზეც ძალიან დეტალურ ინფორმაციას ნებისმიერი მსურველი ჩვენს რუკაზე მოიპოვებს. საუბარია 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციასა და 53000-მდე სამუშაო ადგილი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



„ჯამში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენს მიერ გაღებულ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის გადასახადები და 16 ლარის კერძო ინვესტიცია, ანუ ხუთჯერ მეტი უბრუნდება სახელმწიფოს და ხალხს უკან ბიუჯეტში და 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის შეფასებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შედგა მისი მეშვეობით ხდება მეწარმეობის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება და იქმნება ასობით საწარმო. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ორ წელიწადში დაახლოებით ამდენივე საწარმოს მხარდაჭერას კიდევ ვაპირებთ და განსაკუთრებული აქცენტი გვექნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე“ - აღნიშნა მინისტრმა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up