ნათია თურნავა: „საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი“

ნათია თურნავა: „საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი“

access_time2021-03-09 12:40:00

„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავას თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში.

„ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით საკუთარი პროდუქციის უზრუნველყოფის დონეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარგებში, მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ვავითარებთ საკუთარი წიაღისეული რესურსების არა მხოლოდ მოპოვებას არამედ გადამუშავებას იმისთვის, რომ მეტი დამატებული ღირებულება რჩებოდეს ქვეყანაში და ექსპორტზე გადიოდეს არა ნედლეული, არამედ მზა პროდუქცია და ა.შ. ამ ჩამონათვალში ყველა კანონზომიერებით უნდა ლიდერობდეს ენერგეტიკა, საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა, რომელიც გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი შემაშფოთებელს უწოდებს ბოლო დროს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი ცნებაა და თითქოს საკუთარი ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოსთვის საჭირო არ არის. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდ წილად ამ „არა ჰესებს“ კამპანიის გამო.


„შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მლნ კვსთ-ს ოდნავ აღემატებოდა, ახლა გვიხდება 1.6 მლრდ კვსთ-ის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა. ამას თუ დავამატებთ დაახლოებით 3 მლრდ კვსთ-ს რაც თბოსადგურებზე ანუ იმპორტული გაზით გამომუშავდება, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up