ნათია თურნავა - საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

ნათია თურნავა - საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

access_time2022-01-19 11:20:00

საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


„სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუდაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია ფინტეკზე და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, – განაცხადა თურნავამ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო გარდაიქმნება რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს ახალ ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.


„საინტერესოა, რომ ეს არის საფინანსო, საბანკო, საბროკერო საქმიანობა და ა.შ. რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილებს ქმნის. რატომ წამოვლენ საქართველოში? – იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერთან ერთად არის მაკრო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში, პოსტკოვიდურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ გაცილებით დაბალია ბიზნესის კეთების და ცხოვრების დანახარჯები. არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის აუდიტორები, ბუღალტრები, სხვადასხვა ტიპის სერვისების მომწოდებლები და სხვა, რომლებსაც შეუძლიათ, შედარებით ეფექტური და არც თუ ისე მაღალი საფასურის სანაცვლოდ ეს სერვისები გაუწიონ ფინანსურ ზონებში შემოსულ ახალ საერთაშორისო კომპანიებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დეველოპმენტი, რადგან აქ უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის შენობები, A კლასის საოფისე ფართები და ა.შ. ესეც არის განვითარება და რაც მთავარია, იქნება ახალი სამუშაო ადგილები და შემოსავლები“, – განაცხადა თურნავამ.



შეკითხვაზე, რამდენად სტაბილურია საქართველო ინვესტორებისთვის ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური პროცესიდან და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჩვენი რეგიონი გარკვეული ტურბულენტურობით ხასიათდებოდეს და გარდა ამისა, პოსტპანდემიურ მოცემულობაში ინვესტორებიც მეტად ფრთხილი გახდნენ, მაგრამ საქართველო საკმაოდ კარგად არის მომზადებული.


„მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიერ და იგივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღინიშნება, რომ რეგიონში საქართველო რჩება ერთგვარი სტაბილურობის კუნძულად, თუ წერტილად. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკრო ეკონომიკური სტამილურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არის კონკრეტული რეფორმებისადმი ერთგულება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმატორული კურსისგან ყველაზე რთულ, პანდემიის პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია. აქ არის პროგნოზირებადი მაკრო ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ“, – განაცხადა თურნავამ.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ არის მიმართული და სპეციალურ ზონებში კიდევ მეტი ხელშეწყობის რეჟიმი შეიქმნება, რაც ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოწვევები არის, მაგრამ ეს გამოწვევები შესაძლებლობებად უნდა იქცეს.


„დღეს ბიზნესი ეძებს ახალ ბაზრებს და საქართველო მათთვის ახალი პლატფორმა იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up