ნათია თურნავა - საქართველო კვლავ ადასტურებს ლიდერ პოზიციას

ნათია თურნავა - საქართველო კვლავ ადასტურებს ლიდერ პოზიციას

access_time2021-09-27 15:50:00

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ადასტურებს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას და მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ თანახმად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია კორუფციის კონტროლისა და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით. ასევე ევროპის ქვეყნებს შორის მე-12-ეა „საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების“ კომპონენტში. ჩვენ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმების აღებული კურსი განვამტკიცოთ,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად მსოფლიოს 214 ქვეყანას შორის საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი“, „ხელისუფლების ეფექტურობა“, „კანონის უზენაესობა“, „რეგულაციების ხარისხი“ და სხვ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გამოყო იმ საჯარო მოხელეთა ღვაწლი, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მსოფლიო ბანკის ინდიკატორების გაუმჯობესება მოხდა. „ისინი თავისი ყოველდღიური შრომით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გამყარებას უწყობენ ხელს“, - განაცხადა მინისტრმა.



აღსანიშნავია, რომ „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, ზედიზედ მეოთხედ, საქართველო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების“ კომპონენტში კი მსოფლიოში მე-20 და ევროპაში-მე-12 ადგილზე გავიდა. „ხელისუფლების ეფექტურობის“ კომპონენტის მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გავიდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების მიხედვით კი მე-19 ადგილით საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ნატოს წევრ 12 და ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს, მათ შორის, იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.




მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის მიერ შეფასებულ ამ კომპონენტშიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა და მსოფლიოს 180 ქვეყანაში ბიუროკრატია შეფასდა 2 პრინციპით: 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.



World Governance Indicators კვლევითი მონაცემები სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მათ შორის: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, Freedom House, Economist Intelligence Unit (EIU), The Gallup Organization, Bertelsmann Transformation Index (BTI), International Fund for Agricultural Development, Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame, IHS Markit, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up