ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა

ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა

access_time2021-12-20 19:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებადაა ჩამოსული.



შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი წარმატებული ფორმატის მნიშვნელობას.



ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე. მისი თქმით, 2021 წელს საქართველო შეძლებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებას, ხოლო 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. „საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს მომავალშიც. 2021 წელს ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი საქართველოს ექნება რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2%-ის ოდენობით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველო სომხეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორს. 2021 წლის 10 თვის მონაცემების თანახმად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით სომხეთი მე-7 ადგილზეა 555 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8% - ს შეადგენს.



„ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მზარდი და საკმაოდ დივერსიფიცირებული ეკონომიკური ურთიერთობებია. ვაჭრობის გარდა, ჩვენ გვაქვს საერთო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ორმხრივ თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სექტორების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს სარკინიგზო გადაყვანების ახალ პროექტზე თბილისსა და ერევანს შორის, აგრეთვე 500 - კვოლტიანი ახალი ხაზი მარნეული - აირუმი, რომლის მშენებლობის დაწყებაც მალე იგეგმება, რომელიც ორ ქვეყანას მისცემს ელექტროენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს.



ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up