ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს თურქეთი - საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე ესაუბრა

ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს თურქეთი - საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე ესაუბრა

access_time2021-12-15 13:20:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.



შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და სხვ.
აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს რიგით პირველია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის - 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30 პროცენტით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ შეადგინა 24 პროცენტი, სამრეწველო პროდუქციისამ კი - 84 პროცენტი.



შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ რომ თავისუფალი ვაჭრობის კომიტეტის სხდომის ფარგლებში ვაჭრობის არეალის გაფართოების მიმართულებით ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და მომსახურებით ვაჭრობის თავზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვაზე, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედებას, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აღინიშნა, რომ „დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. ითქვა, რომ ამ სქემის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.




ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთი სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მისი თქმით, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რათა ბიზნესებმა განიხილოს ახალი საქმიანი წინადადებები, შეიძინონ ახალი პარტნიორები და უკეთ განავითარონ ბიზნეს კავშირები.



ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მისი თქმით, თურქეთიდან 2005 – 2020 წლებში 1,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მისი თქმით, 2021 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 75,55 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 107%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციების ოდენობაზე. შესაბამისად, თურქეთი მე-4 ადგილზეა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 10%-იანი წილით.



საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. ითქვა, რომ 2015 - 2020 წლებში თურქეთიდან საქართველოში 5,6 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, 10 თვეში შემოვიდა 261,289 ვიზიტორი.



შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, აგრეთვე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გარღმავებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up