ნათია თურნავა - „უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით  ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით  კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით“

ნათია თურნავა - „უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით“

access_time2021-07-06 17:20:00

„როგორ ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030“ გამართულ პრეზენტაციაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა ადგილობრივი ბაზრის გაფართოების მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრმა ამ კონტექსტში აქცენტი გააკეთა ქართული წარმოების პროდუქციისთვის საერთაშორისო ხელმისაწვდომობის საჭიროებასა და ამ მხრივ მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე.


„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენი მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოვებინა და მეტი გასაქანი მიგვეცა ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 2025 წელს გვქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წელს სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავას განცხადებით, შედეგად ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი არამარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც ბევრი მიმართულებით გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მისი თქმით, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით.


„შესაძლებლობა გვაქვს და დავისახეთ კონკრეტული ამოცანა, რომ ისეთი პროდუქციის მიხედვით, როგორიცაა კერამიკა და მოსაპირკეთებელი მასალები, ზოგადად ადგილობრივი წარმოების საშენი მასალები დღევანდელი ვითარება, როცა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მხოლოდ 5% გვაქვს, უახლოეს 5 წელიწადში გავზარდოთ 6-ჯერ და ადგილობრივ ბაზარზე სულ მცირე 30% იყოს ადგილობრივი წარმოება. ლაკ-საღებავები, ელექტროსადენები, ხის მასალები, პლასტმასი, ავეჯი, ლითონის მასალა, ფარმაცევტული პროდუქცია... ჯამში, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში ვფიქრობთ, რომ 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოების მიხედვით გავაორმაგებთ ექსპორტის მოცულობას და ასევე სულ მცირე 20%-ით გავზრდით თვითუზრუნველყოფის დონეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up