ნათია თურნავა - ვამაყობთ, რომ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს

ნათია თურნავა - ვამაყობთ, რომ პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს

access_time2021-12-10 15:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტ „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის შენობაში ამოქმედდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„ბაზარი ორბელიანზე“ პროექტის ფარგლებში, სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზარი და კვების სივრცეებია განთავსებული. 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ასევე წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, სხვადასხვა კუთხის, ისე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტი.
„ამიერიდან ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი, ქართული, უგემრიელესი პროდუქცია შეიძინონ, არამედ ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, ტურისტებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ, გაატარონ აქ დრო, გაეცნონ ქართული კულინარიის, სამზარეულოს საიდუმლოებებს, თავისი ხელით ამოავლონ ჩურჩხელა, გამოაცხონ შოთის პურები და დააგემოვნონ არაჩვეულებრივი ქართული კერძები. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ მსხვილი, დაახლოებით 19 მლნ ლარის ინვესტიციაა. ასევე ამაყები ვართ, რომ პროექტის განხორციელებაში ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტი „ბაზარი ორბელიანზე“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მიზნით დაახლოებით 3 მლნ ლარის თანხის ოდენობით დაფინანსდა. მისივე განცხადებით, პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, უახლოეს პერიოდში კი კიდევ უფრო მეტი დასაქმდება. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიურად „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ქვეყნის მასშტაბით უკვე 1800-ზე მეტი ობიექტი სარგებლობს.




„ასევე საამაყოა ჩემთვის, რომ აქ წარმოდგენილი 300-ზე მეტი ფერმერი, წვრილი მოვაჭრე - მათი უდიდესი ნაწილი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით, სახელმწიფო დახმარებით, ასევე არიან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამების ბენეფიციარები. ეს არის იმის საუკეთესო დასტური, რომ ჩვენი პროგრამები, ჩვენი დახმარება, სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან ეფექტურია. და რაც მთავარია, წარმოდგენილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ეგზოტიკური ხილიც კი საქართველოშია მოყვანილი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up