ნათია თურნავა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილ ბიზნესს შეხვდა

ნათია თურნავა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილ ბიზნესს შეხვდა

access_time2021-07-09 14:40:00

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის თითქმის ყველა დარგის 27 მსხვილი კომპანიისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს თანახმადვე, მსხვილ დამსაქმებლებთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაქვინაცია იმ ობიექტებზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. გვქონდა სამუშაო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, სადაც დახურულ სივრცეებში მუშაობს ათეულობით და ასეულობით ადამიანი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როცა ასეთი მსხვილი საწარმოები, მსხვილი დაწესებულებები შეიძლება იქცნენ მომეტებული რისკის ობიექტებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბიზნესთან, კომპანიების დამფუძნებლებთან, მენეჯმენტთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაცია წესად და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



თამარ გაბუნიას შეფასებით, ბიზნესგარემოს ყველა თანამშრომლის ჩართულობა ვაქცინაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში არის ვაქცინების, მათ შორის „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ საკმარისი მარაგები, კიდევ ველოდებით „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, არჩევანი არის ფართო და მთავარია, დროულად მოხდეს ყველა მოქალაქის ვაქცინაცია, რომელიც თავის სამუშაო ადგილზე გააგრძელებს შეუწყვეტელ საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, არ დაზარალდეს ეკონომიკის სექტორები და მათ პანდემიის შემდგომმა ტალღამ არ მიაყენოს ზიანი“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ბიზნესასოციაცია, საბანკო ასოციაცია, „ჯორჯიან მანგანეზი,“ „ჰაიდელბერგცემენტი,“ „აჭარა ტექსტილი,“ „ბორჯომი,“ „თელასი,“ ბაზარზე მოქმედი ყველა მსხვილი ბანკისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up