ნათია თურნავა:„ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი“

ნათია თურნავა:„ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი“

access_time2020-02-14 13:47:46

„ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი: ჩვენ დავაჩქარეთ - პრივატიზაცია, სხვადასხვა ლიცენზიების გაცემა, წიაღის დამუშავება და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში პრაქტიკულად, 3-ჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტო „აწარმოე საქართველოში წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში ქართული ბიზნესის დახმარების კუთხით ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია.



„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ის უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესს - აღნიშნა მინისტრმა.




ამასთან, ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისების, მეთევზეობის და კიდევ სხვა რამდენიმე დარგის განვითარებაა. 



„მოხდა ახალი მიმართულებების გამოკვეთა, ეს არის ტურისტული სერვისები - არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ სხვადასხვა ტურისტული სერვისი. მათ შორის, ესაა ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება-განვითარება; მეთევზეობის დარგის განვითარება, რომელიც დღეს საკმაოდ სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია და ჩვენ მას გვერდში დავუდგებით; ეს არის ჩვენი, ადგილობრივი წიაღისეულის, მათ შორის საშენი მასალების უფრო მეტი გადამუშავება, ქართული კერამიკისა და კერამიკული ნაწარმის წარმოება, რომელიც დიდი იმედი მაქვს, დიდწილად გამოდევნის ბაზრიდან იმპორტირებულ ანალოგებს და ძალიან კონკურენტუნარიანი გახდება,- განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up