ნათია თურნავამ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან  საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

ნათია თურნავამ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

access_time2022-02-03 16:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.



შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.




ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის DCFTA - ის ამოქმედების შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მისი თქმით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი ბრუნვის 21 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2021 წელს 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი დაახლოებით 71% -ით გაიზარდა და მან 962 შეადგინა.



შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედება დიაგონალური კუმულაციის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. მსგავსი შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს უკრაინასთან.



აღინიშნა, რომ საქართველო ახორციელებს საკუთარი მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირთან სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიმართულებით. განხორციელებული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოში წარმოებული გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელება ევროკავშირის ბაზარზე.



შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, დიგიტალიზაციის და სხვა მიმართულებებით.



აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მომზადდა ანაკლიის პროექტისთვის განახლებული ტვირთნაკადების პროგნოზი და ბიზნეს მოდელი, ასევე, მოხდა ახალი მარკეტინგის სტრატეგიისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. აღნიშნული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით მიმდინარე წელს დაიწყება ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up