ნათია თურნავამ  საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ნათია თურნავამ საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

access_time2021-11-16 22:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. დელეგაციაში შემავალი კომპანიები ტურიზმის, IT, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში საქმიანობენ.


ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული პოზიტიური ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლების კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.



ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტრადიციულად, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია ფრანგული კომპანიებისთვის. მისივე თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ დღესდღეობით საქართველოში 350-ზე მეტი ფრანგული კაპიტალით შექმნილი კომპანია ოპერირებს, ხოლო საფრანგეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ნომერ მეშვიდე ინვესტორს წარმოადგენს.


„ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პოზიტიური განვითარებაა, მაგრამ გაცილებით მეტი პერსპექტივა არსებობს და ამაზე მეტყველებს ის მაღალი ინტერესი და საქართველოში მყოფი ფრანგული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მყოფი 20-ზე მეტი კომპანია ჩამოსულია იმისთვის, რომ ახალი შესაძლებლობები შეისწავლონ. მათ გავაცანით ახალი საინვესტიციო პროექტები, განსაკუთრებით აინტერესებთ პროექტები დიჯიტალიზაციის, ახალი ტექნოლოგიების, სტარტაპების, ასევე ტურიზმის განვითარების, ენერგეტიკის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ახალი ინიციატივა შედგება ფრანგულ ბიზნესსა და საქართველოს ბიზნესს შორის კოოპერაციის გზით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მხარეებს შორის ურთიერთობის მიზანია, MEDEF-ისა და მისი წევრების მეშვეობით მიღწეულ იქნას ხელშესახები შედეგები ქვეყნებს შორის საქმიან ურთიერთობებში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების მიმართულებით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up