ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-12-15 17:30:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კველევის დასაწყებად მიმართა 2019 წლის დასაწყისში. მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა.


პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ OECD - ის გენერალური მდივნის მოადგილე მასამიჩი კონო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირები.


შესავალ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და სამომავლოდ გეგმავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა OECD. მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება.



ნათია თურნავა მიესალმა იმ ფაქტს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.


აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნებისა, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ასევე უკეთესია, ვიდრე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი.


როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% - ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.


კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.


ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. კვლევის თანახმად საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.


მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD - ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up