Native Georgian-მა სვანური ზისხორას და „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენები რეცეპტების წარმოებამდე, ბაზარზე რაჭული პრემიუმ ხარისხის ლორი გამოიტანა

Native Georgian-მა სვანური ზისხორას და „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენები რეცეპტების წარმოებამდე, ბაზარზე რაჭული პრემიუმ ხარისხის ლორი გამოიტანა

access_time2020-12-13 13:15:18

კომპანიამ, რომელიც ხორცპროდუქტებს უნიკალური ქართული ღორის ჯიშებისაგან ამზადებს, მომხმარებელს პრემიუმ ხაზი დეკემბრის დასაწყისიდან შესთავაზა. Native Georgian-ის დამფუძნებელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ხორცპროდუქტების გაყიდვა მზარდია.

ვალის ბაბლუანის თქმით, ბაზარზე დეკემბერში შემოტანილი, პრემიუმ ხარისხის რაჭული ლორი, ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება.

,,ჩვენი წარმოება ქალაქ ონშია, სადაც მიმდინარეობს ხორცპროდუქტების ქართული ტრადიციული მეთოდებით დავარგება. ამჯერად დეკემბრიდან დავიწყეთ რაჭული პრემიუმ ხარისხის ლორის წარმოება. ბარკლისგან და ბეჭისგან მზადდება პროდუქცია, რომელიც ჯერ მხოლოდ ონლაინ იყიდება და არცერთ ქსელში არ არის ხელმისაწვდომი. ეს არის, რასაც ვაწარმოებდით, იმ პროდუქციის პრემიუმ ხაზი.

რადგან, ხორცპროდუქტების რეალიზაციას სეზონურობა ახასიათებს და უფრო ზამთრის პროდუქტია, პანდემიის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გაყიდვები მზარდია“-განაცხადა ბაბლუანმა.



ცნობისთვის, Native Georgian ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს. თავდაპირველი ინვესტიცია 3 მლნ ლარია, სრული საინვესტიციო პაკეტი კი, ფინალური წარმოებით, 10-12 მლნ ევროს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდმა და კომპანია Native Georgian-მა „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 2018 წელს დაიწყეს, რომელიც განვითარების 5 ეტაპს მოიცავდა.

Bpn.ge


თეგები:
Native Georgian ლორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up