„ნათლიმამის“ ავტორი ფრენსის კოპოლა ღვინის ბიზნესს ყიდის

„ნათლიმამის“ ავტორი ფრენსის კოპოლა ღვინის ბიზნესს ყიდის

access_time2021-08-30 20:00:19

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ფრენსისი კოპოლა თავის ღვინის ბიზნესს ყიდის, რომელიც რამდენიმე კომპანიისგან შედგება.


გარიგების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, წინასწარი ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელი Delicato მეღვინეობებს Francis Ford Coppola Winery და Virginia Dare Winery-ს და ასევე ვენახს სამხრეთ კალიფორნიის სოფელ სონომში იყიდის.


ახალი მფლობელის საკუთრებაში ასევე გადავა კოპოლას მიერ შექმნილი რამდენიმე ბრენდი, მათ შორის შტატებში პრემიუმ-კატეგორიის ღვინის გაყიდვებში ყველაზე პოპულარული დასახელებების სამეულში შემავალი Diamond Collection.


ჰოლივუდის კლასიკოსი, ისეთი ფილმების ავტორი, როგორც „ნათლიმამა“ და „აპოკალიფსისი დღეს“, 6 ოსკარის ლაურეატი, პროდიუსერი და კინემატოგრაფიული დინასტიის დამაარსებელი, 82 წლის კოპოლა ცნობილია მსოფლიოსთვის ასევე როგორც მეღვინე, რომელიც მშვენიერ, უმაღლესი კლასის ღვინოებს აწარმოებს.

რეჟისორის კარიერა მეღვინეობაში 1975 წელს დაიწყო, როდესაც კალიფორნიული ღვინო პირველ ნაბიჯებს დგამდა.


„ნათლიმამა-2“-სთვის მიღებული ჰონორარით მან პირველი მეღვინეობა Inglenook — მამული და 650 ჰექტარის მიწის ნაკვეთი შეიძინა და ღვინის წარმოება დაიწყო.



1995 წელს ფილმ „დრაკულასგან“ მიღებული შემოსავლით მან 38 ჰექტარი ვენახი იყიდა და წითელი ღვინო სიმბოლური სახელით Rubicon ჩამოასხა. ის ძალიან მალე გახდა პოპულარული, რასაც დღემდე ინარჩუნებს.


გამოჩენილი რეჟისორი ნიჭიერი მარკეტოლოგიც აღმოჩნდა და წარმატებული ღვინის ბიზნესის აწყობა შეძლო. ის თავის კავშირს კინემატოგრაფთან ყოველთვის ხაზს უსვამდა - მაგალითად, მისი კომპანიის პრემიუმ-ღვინოების ბრენდს Director’s Cut (რეჟისორის ვერსია) ერქვა და თითო ბოთლი 40 დოლარად წარმატებით იყიდებოდა.


ღვინის წარმოებით გამომუშავებული მოგება კოპოლამ ასევე მეღვინეობის განვითარებაზე გაუშვა და კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი იყიდა. სამუშაოდ საუკეთესო ამერიკელი და ფრანგი სპეციალისტები ჩამოჰყავდა.


კომპანია Delicato-სთან, რომელიც დღეს მის ღვინის ბიზნესს ყიდის, კოპოლას ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს - ზრდადი მოთხოვნის გამო კოპოლას საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები არ ჰყოფნიდა და ის Delicato-სგან ყურძენს და ღვინომასალებს ყიდულობდა.


1924 წელს დაარსებული კომპანია შტატებში ღვინის წარმოების მოცულობით მეხუთეა, ხოლო კალიფორნიული ღვინოების ექსპორტის კუთხით - მესამე. Delicato ასევე წარმატებულ ბიზნესებს გერმანიაში და ჩილეში ფლობს.


ჰოლივუდის ვარსკვლავის კომპანიის ყიდვა Delicato-ს მაღალი კატეგორიის ღვინოებს ბოჰემურობას შემატებს, რომელიც მას აქამდე აკლდა.


ზოგადად მეღვინეობა ყოველთვის იყო და დღესაც შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისთვის კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებად რჩება. კოპოლა ამ მხრივ პირველი იყო, თუმცა, მას სხვა ვარსკვლავებმა, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, მიჰყვნენ - ჟერარ დეპარდიე, პიერ რიშარი, ბრედ პიტი და ანჟელინა ჯოლი, ანტონიო ბანდერასი, დენ ეკროიდი, სტინგი, მადონა და სხვ.


თუმცა, მეღვინეობიდან მათი ერთ-ერთი კუმირის ფრენსის კოპოლას წასვლა მათთვის გაფრთხილება უნდა გახდეს - როგორც ჩანს, მსოფლიო მეღვინეობაში რომანტიზმის დრო უკვე იწურება.

Forbes




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up