ნატო მომავალში რუსეთის აგრესიის პრევენციისთვის საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამჟამად ალიანსის 40 000 ჯარისკაცია განლაგებული და ახალი გადატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს სამიტზე მიიღება, რომელიც ივნისში მადრიდში გაიმართება.
ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას, - განმარტავს სტოლტენბერგი.