„ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, აგრესორი არის რუსეთი, სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს დაპყრობითი ომი“ - იენს სტოლტენბერგი

„ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, აგრესორი არის რუსეთი, სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს დაპყრობითი ომი“ - იენს სტოლტენბერგი

access_time2023-02-21 18:00:14

„ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უკანონო ომი დაიწყო, ფაქტები ყველასთვის ნათელია, არავინ ესხმის თავს რუსეთს, რუსეთი არის აგრესორი“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, ვერავინ ხედავს იმის ნიშანს, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს შეეძლო უკრაინის განაგურება, თუმცა მან უკრაინელი ხალხის მოდომება ვერ შეაფასა.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას თავი, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს იმპერიული დაპყრობითი ომი. ეს არის პუტინი, რომელიც აგრძელებს ომის ესკალაციას. მას ეგონა, რომ შეეძლო უკრაინის განადგურება და ჩვენი გაყოფა, მაგრამ მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის მონდომება, დაიცვას სამშობლო. მან ვერ შეაფასა ჩვენი ერთიანობა. ერთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. პირიქით, როგორც მან დღეს ცხადყო, მეტი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს. არის მეტი ჯარის მობილიზება. დაუკავშირდა ჩრდილოეთ კორეას და ირანს. ჩვენ ასევე სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს და ძალა დაჯილდოებულია. ეს საშიში იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


 

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

 

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ მოსაგებად, რომ იყოს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ერი ევროპაში. ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესიის ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში – საქართველო 2008 წელს, ყირიმი და დონბასი 2014 წელს და სრულფასოვანი შეჭრა გასულ წელს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლას და დაირღვეს რუსული აგრესიის ციკლი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up