NATO - იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ

NATO - იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ

access_time2022-04-20 02:00:00

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის უკანასკნელი შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ, - ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ვირტუალურ კონფერენციაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მონაწილეობდნენ.

„ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ ამჟამინდელი თავდასხმა დაგმეს, რომელიც მძიმე დაბომბვებს მოიცავს, რაც კიდევ უფრო დიდ ადამიანურ ტანჯვას იწვევს. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და სანამ ეს მოხდება, მოსკოვისთვის უფრო მაღალი ხარჯის დაწესების მნიშვნელობის შესახებ შეთანხმდნენ. გენერალურმა მდივანმა კოლეგებს NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ NATO ყველა მოკავშირის დასაცავად, რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. მან ასევე სხვა ლიდერებს გააცნო, მოკავშირეების მუშაობის შესახებ, უკრაინის შემდგომი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.



ipn.ge


თეგები:
NATO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up