NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, სანამ გვიანი არ იქნება - ესტონეთის პრეზიდენტი

NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, სანამ გვიანი არ იქნება - ესტონეთის პრეზიდენტი

access_time2022-03-28 21:26:09

​NATO-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, სანამ გვიანი არ იქნება - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

ესტონეთის პრეზიდენტი სტატიაში ისტორიულ პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ დღეს უკრაინას ევროპის მხარდაჭერა სჭირდება.

 

"73 წლის წინ, 22 000-ზე მეტი ადამიანი ჩემი ქვეყნიდან ციმბირში იძულებით გადაიყვანეს. მათგან ნახევარი ქალი იყო, მესამედი კი ბავშვები. დეპორტირებულთაგან ყველაზე უმცროსი სულ რაღაც სამი დღის იყო. 

 

1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა ბალტიისპირეთის ქვეყნები რკინის ფარდის მეორე მხარეს დატოვა. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი ამ განხეთქილების აღდგენას. ომის შუაგულიდან უკრაინელი ოჯახები გადაჰყავთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მათი არ არის. 6 წლის ბიჭი თავის ქალაში ნამსხვრევებით, აღწერს, როგორ დაიწვა დედამისი მანქანაში, რუსული ჭურვის მოხვედრის შედეგად. ეს სცენა ტალინიდან, ბერლინიდან ან ბუქარესტიდან სულ რაღაც 90 წუთის საჰაერო გზაზე მოხდა. ეს ხდება ევროპაში და უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება",- წერს ესტონეთის პრეზიდენტი სტატიაში.

 

ალარ კარისის თქმით, პუტინს ომი ნაწილობრივ უკვე წაგებული აქვს, რადგან რუსეთი ცივილური სამყაროსგან ასეთი იზოლირებული ცივი ომის დროსაც არ ყოფილა. ის აღნიშნავს, რომ სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეფექტურია, თუმცა უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტია საჭირო:

 

"გარკვეულწილად, ვლადიმერ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო. ამაზე მიუთითებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრა, სადაც რუსეთს მხარი ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა, დანარჩენმა 141-მა კი საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. ცივი ომის დროსაც კი, საბჭოთა კავშირი ასეთი იზოლირებული არასდროს ყოფილა.

 

თუმცა, ცივი ომის ეპოქის ეკონომიკა არის ზუსტად ის, საითაც რუსეთი მიდის დემოკრატიული ქვეყნების მიერ დაწესებული შორსმიმავალი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების შედეგად. ჩვენი სამხედრო დახმარება და იარაღი აძლიერებს უკრაინელებს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. მაგრამ მათ მეტი სჭირდებათ.

 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ამ სიტუაციის მიღებაზე უარის თქმით: სახელმწიფო, რომელიც აგზავნის თავის არმიას სხვა ქვეყნის კანონიერად არჩეული მთავრობის დასამხობად და კარნახობს, რომელ ალიანსში უნდა იყოს, ვერ გახდება ახალი რეალობა ევროპაში.


 

მანამ სანამ რუსეთი აგრძელებს თავის ომს და სანამ არ გაიყვანს თავის ჯარებს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცხოვრების სტილის ცვლილებებისთვის, რომელსაც უკვე შევეჩვიეთ და რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს რუსული ნავთობი და გაზი ევროპის მრავალ ქვეყანაში. თითოეული ევრო, რომელსაც ჩვენ ვიხდით, პირდაპირ ან ირიბად იხარჯება უკრაინაზე თავდასხმაში, კვებავს ომის ძალისხმევას",-ვკითხულობთ სტატიაში.

 

ესტონეთის პრეზიდენტი სტატიაში საუბრობს დასავლეთის რეაქციაზე რუსეთის მხრიდან უკრაინის ომამდე განხორციელებულ აგრესიაზე, ამავე კონტექსტში ახსენებს საქართველოსაც და წერს, რომ 2008 წლის ომმა დასავლეთი გააერთიანა, თუმცა მათ ეს მალევე დაივიწყეს.

 

კარისი ამბობს, რომ რუსეთი საფრთხეა დემოკრატიული მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მის მეზობლადაა, ამიტომ მისი თქმით, NATO-მ უნდა იფიქროს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ის რუსეთის შესაჩერებლად.

 

"ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, თუ პუტინის ომის სისასტიკე არ დასრულდება. გავაგრძელებთ თუ არა უკრაინის მხარდაჭერას გვერდიდან, ან მზად ვიქნებით ომის დასასრულებლად შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? რა შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს?

 

იმ მოთხოვნით, რომ NATO-მ დააბრუნოს 1997 წლის მდგომარეობა და აეკრძალოს ალიანსის სამხედრო ნაწილების განთავსება ახალ წევრ ქვეყნებში, კრემლი ცდილობს ევროპაში ახალი რკინის ფარდის აღმართვას.

 

ესტონეთი 14 ქვეყნიდან ერთ-ერთია - NATO-ს ამჟამინდელი წევრის თითქმის ნახევრიდან - რომელიც ალიანსს გასული მეოთხედი საუკუნის სხვადასხვა ეტაპზე შეუერთდა. ყველა თვლიდა წევრობას, როგორც პოტენციური რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ჩვენ NATO-ში ალბანეთთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, უნგრეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად მიგვიღეს, თუმცა ზოგიერთმა მთავრობამ სერიოზულად არ მიიღო ჩვენი გაფრთხილებები რუსეთის შესახებ. ახლა ისინი ხედავენ, რომ ჩვენ მართალი ვიყავით.

 

რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის სამხრეთ ოსეთის მახლობლად მდებარე ქალაქებში გორსა და ფოთში შეჭრამ, დასავლეთს გაერთიანება აიძულა, მაგრამ ეს მალევე მიეცა დავიწყებას. როდესაც აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ქვეყნები საუბრობდნენ NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაზე, ზოგიერთმა ეს დამღლელ ჩივილად მიიღო. 2014 წელს , როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ხალხმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გაფრთხილებები უსაფუძვლო არ ყოფილა.

 

დასავლეთის შეკავება უკრაინაში ჩავარდა. ახლა NATO მზად უნდა იყოს მომავალი საფრთხეებისთვის. ვაღიაროთ, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ დემოკრატიულ სამყაროს, განსაკუთრებით კი რუსეთთან ყველაზე ახლოს მყოფ ქვეყნებს. ვაღიაროთ, რომ პუტინი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის ყველასთვის.

 

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სანდო, თვალსაჩინო და ეფექტური შეკავება. მოდით დავამყაროთ გაძლიერებული და მუდმივი კავშირი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში.", -წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

 

ესტონეთის პრეზიდენტი სტატიაში წერს, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა დაარღვია 1997 წლის მაისში NATO-სა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც მან პირობა დადო, რომ პატივს სცემდა ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და არ ჩაერეოდა მათ არჩევანში. მისივე თქმით, დროა აღნიშნული აქტი ბათილად გამოცხადდეს.

 

ესტონეთის პრეზიდენტი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია NATO-მ გააძლიეროს თავდაცვა ყველა მიმართულებით.

 

"ისტორიის სარკის წინ მდგომი ყველა მოკავშირის ამოცანაა ახლავე მიიღონ ზომები, რათა შეაჩერონ პუტინის ომის მანქანა შემდგომი წინსვლისგან",-წერს ალარ კარისი.

 

წყარო: მთავარი არხი

თეგები:
NATO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up