„ფინეთი NATO-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება NATO-ს 30-ვე მოკავშირემ განახორციელა. ფინეთი ბევრ სარგებელს მოუტანს ალიანსს“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატოს 30-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტებმა დაადასტურეს ფინეთის ნატოში მიღება. Reuters-ის ცნობით, NATO-ს 30 წევრიდან, თურქეთი და უნგრეთი ბოლო 2 ქვეყანა იყო, რომლებმაც გადადო ფინეთის განაცხადის დამტკიცება.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. ის ნატო-ს წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.
ამ თვის დასაწყისში თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთი მიიღებს ანკარას თანხმობას, რადგან ის დათანხმდა დაპირებების შესრულებას იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც თურქული მხარე ტერორისტულ დაჯგუფებებად თვლის და მოხსნის შეზღუდვებს თავდაცვის საქონლის ექსპორტზე.
27 მარტს უნგრეთში 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (წინააღმდეგი იყო 40, თავი შეიკავა 18-მა) ფინეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალანსში გაწევრინებას. მანამდე კი ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მთავრობის სასახლეში საზეიმოდ მოაწერა ხელი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ კანონს.