ნატო-ს საგანგებო სამიტზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

ნატო-ს საგანგებო სამიტზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

access_time2022-03-24 23:30:00

ბრიუსელში გამართულ ნატო-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.


კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და ალიანსის წევრების მოსახლეობის დაცვაზე, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე.


„ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დღეს შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მუქარაა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მშვიდობა ევროპაში და შედეგად, ადამიანების განუზომელი ტანჯვა გამოიწვია.


ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინიდან. ასევე მოვუწოდებთ ბელარუსს, შეწყვიტოს ამ ომში მონაწილეობა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედოს. რუსეთმა უნდა აღასრულოს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მის მიერ უგულებელყოფილი საერთაშორისო სამართლის ნორმები მსოფლიოს რისკის ქვეშ აყენებს. პუტინის მუქარისშემცველი რიტორიკა უპასუხისმგებლობაა და დესტაბილიზაციას ემსახურება.


უკრაინელების მამაცი ბრძოლა რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და მოწყვლად ადამიანებზე. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რუსეთს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის, სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ვაფრთხილებთ რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ბირთვული ელექტროსადგური. ჩვენ მუდამ წინ აღვუდგებით რუსეთის სიცრუეს, ფაქტების გაყალბებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რაც რეალურად უკრაინაში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ვაფრთხილებთ რუსეთს, ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელია და ამას მძიმე შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის.


რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს რეალურ შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უკრაინასთან, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაიწვიოს ჯარი უკრაინიდან. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მონდომებას მშვიდობის მისაღწევად.


ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უშიშარი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და პატივისცემას გამოვხატავთ ომში დაშავებულების, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია როგორც ამ ხალხის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.



თავდაცვა უკრაინის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც გაერო-ს ქარტია განსაზღვრავს. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, გადავამზადეთ უკრაინის თავდაცვის ძალები, გავაძლიერეთ მათი სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსი ამ სახის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, რათა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გადავცემთ აღჭურვილობას, რაც უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული იარაღისა და რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს. ალიანსი ასევე მზადაა დაეხმაროს უკრაინას ჰუმანიტარული კრიზისის მართვაში.


ჩვენ ერთიანი ვართ და ერთობლივი ძალებით ვეწინააღმდეგებით რუსეთის მცდელობას ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მხედველობაში გვყავს ბელარუსიც, რუსეთთან ერთად. სანქციების ძლიერი წნეხი, რომელიც რუსეთს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე გაგრძელდება. მჭიდრო კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ამ კრიზისის აღმოფხვრაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.


მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნისა, პატივი სცეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს რუსეთის მხარდაჭერისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში. ჩვენ გვაშფოთებს ჩინეთის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება როგორც მიმდინარე ომის, ასევე ნატო-ს შესახებ. მოვუწოდებთ, შეიმუშაონ სამშვიდობო რეზოლუცია კონფლიქტის დასრულების მიზნით.


ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული, რაც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩო, გარეშე აქტორების უხეში ჩარევისგან დამოუკიდებლად. ვრჩებით ერთგული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი განსაზღვრავს.


ჩვენ ურყევად მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, რომელთაც რუსეთიდან საფრთხე ემუქრებათ. გავაძლიერებთ ამ პარტნიორების დახმარებას, რათა მათი წინააღმდეგობის უნარი რუსული მავნე გავლენისადმი ამაღლდეს. ეს დახმარება ჩვენ გრძელვადიან პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება.


ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცვას, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს.


რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ნატო-მ თავდაცვის ახალი გეგმა შეიმუშავა. ნატო-მ განათავსა 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალა. არსებულ ოთხ საბრძოლო ჯგუფს დავამატეთ ოთხი საბრძოლო ჯგუფი, რომლების ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. ყველა ნაბიჯი, რაც ალიანსმა თავდაცვის მიზნით გადადგა, არის პრევენციული და ესკალაციას არ ისახავს მიზნად. არსებული სახიფათო გარემოდან გამომდინარე, რუსეთის შეკავებისა და ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, რაც კოლექტიურ თავდაცვაზეა ორიენტირებული.


ალიანსი ზრდის მის კიბერშესაძლებლობებს, რათა ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მავნე გავლენისგან დავიცვათ. მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც ჩვენ კიბერსივრცეში შემოიჭრება, მზად ვართ, წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას. ვზრდით ჩვენ მზაობას, წინ აღვუდგეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, დამატებით გადაწყვეტილებას ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტზე მივიღებთ.


რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დიდი გამოწვევა ჩვენი ფასეულობებისა და წესრიგისთვის, რომელმაც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება უზრუნველყო. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა უკრაინაზე სტრატეგიული შეცდომაა, რაც რუსეთსა და რუსეთის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის დახმარების პროცესში, ვინარჩუნებთ ერთიანობას ალიანსის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.


1tv.ge


თეგები:
კომუნიკე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up