NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ

access_time2022-05-05 15:00:00

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოში შეხვედრებს მართავს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ძლიერდება.


მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.


„შეხვედრებს ვმართავ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური პარტიების, რათა განვიხილოთ სიტუაცია საქართველოსა და რეგიონში. მე ჩემს მოსაუბრეებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ფართოვდება და ძლიერდება. შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც აქ, საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ჩვენ განვიხილეთ ასევე ამ ვიზიტის შედეგები და მოუთმენლად ველოდებით მადრიდში ივნისში დაგეგმილ NATO-ს სამიტს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.


ვინიკოვის განმარტებით, ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი გარემო.



„ეს იყო კარგი შეხვედრა. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო, შევხვედროდი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე სხვადასხვა მოთამაშეს“, – დასძინა მან პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.


რაც შეეხება კითხვას, რა იქნება მთავარი გზავნილები მადრიდის სამიტიდან საქართველოსა და მოლოდვასთან დაკავშირებით, – ალექსანდრე ვინიკოვი ამბობს, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, რაზე შეთანხმდებიან მოკავშირებიი. მისივე თქმით, ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის ნატო-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი.


„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რაზე შეთანხმდებიან მოკავშირეები გზავნილების კუთხით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მადრიდის სამიტი გაიმართება გადამწყვეტ დროს და ფოკუსი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმის გავლენებსა და შედეგებზე, ეს თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის NATO-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს NATO-ს სამომავლო სტრატეგიას შემდგომი ათწლეულისთვის. მე ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში“, – განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა.


1tv.ge 

თეგები:
NATO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up