დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ თავს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე განიხილავს.
„NATO-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ NATO ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრები - შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე უფლებამოსილება 2023 წლის ოქტომბერში ეწურება.