ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე აპირებს განცხადების გაკეთებას, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადს შეიტანს. სამთავრობო წყაროების ცნობით, ნატო–ში წევრობის განაცხადს ქვეყანა 12 მაისს შეიტანს.
ამის შესახებ RBC-Ukraine ფინურ Iltalehti–ზე დაყრდნობის წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტს სურს, რომ პარლამენტის ყველა ჯგუფმა ერთდროულად შეიტყოს მისი საჯარო პოზიცია ნატო–სთან დაკავშირებით.
12 მაისი იმიტომ დასახელდა, რომ სწორედ ამ დღეს უნდა დაასრულონ კომიტეტებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშების მომზადება.
პროცედურის მიზანია, სხვადასხვა პარტიებს მიეცეთ საშუალება, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ერთდროულად დაუჭირონ მხარი ფინეთის ნატო–ში წევრობის განაცხადს.
მანამდე ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას.