ნატო წესრიგის დაცვის გარანტირებას მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სეიმმა აუცილებლად აღიარა უკრაინის ნატო-ს წევრად დაპატიჟება სწორედ წელს, ვილნიუსში სამიტზე. მხოლოდ უკრაინასთან ერთად ალიანსი შეძლებს ევროპაში ერების ცხოვრებაზე, არსებულ საზღვრებზე, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე ნებისმიერი ხელყოფისგან რეალური დაცვის გარანტირებას,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ღირებულებები, რომლებისთვისაც უკრაინა იბრძვის, ახლა ყველა ერისთვისაა, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.
„ყველა აფასებს უსაფრთხოებას და ტერორისგან დაცვას. არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც დადებითად მოეკიდებოდა იმას, რაც რუსულმა ოკუპაციამ მოიტანა: რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებს, ჩვენი ბავშვების დეპორტაციას, ქალების გაუპატიურებას, ქალაქების დაწვას… რაც უფრო მეტი ეცოდინება მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ, მით უფრო მალე წააგებს აგრესორი და სიწყნარე დაბრუნდება. დაბრუნდება არა მხოლოდ უკრაინაში - დაბრუნდება მთელს მსოფლიოში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.