ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არმიის გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა.
არჩევნების მეორე ტურში ნატოს გადამდგარმა გენერალმა დათვლილი უბნების სამ მეოთხედზე ხმების 57,5% მოიპოვა. მისი კონკურენტი, ყოფილი პრემიერი, ანდრეი ბაბიში იყო.
შუალედური შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 70%-ია. ეს რეკორდული მაჩვენებელია ქვეყანაში. 8 მარტს პაველი ოფიციალურად შეცვლის მილოშ ზემანს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.