წვენების მწარმოებელმა კომპანიამ ,,ალალი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო  500 000 ლარი იზარალა

წვენების მწარმოებელმა კომპანიამ ,,ალალი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო 500 000 ლარი იზარალა

access_time2022-03-01 11:57:40

ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანია ,,ალალი“ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ექსპორტს აჩერებს.  საწარმოს დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ოდესის პორტში ჩასული გემი უკანვე მობრუნდა. ექსპორტიორის ინფორმაციით, უკრაინის ბაზრის გაჩერების გამო კომპანიის წლიური ზარალი 500 000 ლარია, ერთჯერადმა ზარალმა კი 150 000 ლარი შეადგინა.

 

,,ჩვენი პროდუქცია აქტიურად გადიოდა უკრაინაში. დისტრიბუცია გვქონდა  ხარკოვსა და კიევში, ბოლო პარტიის გაგზავნაც გავრისკეთ, მაგრამ ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია. ადგილზე ჩასული გემი  ოდესის პორტის  დაბომბვის გამო უკან დაბრუნდა. გარდა ამისა, ათასობით ლარის ფინანსური დავალიანება დარჩა გადაუხდელი.  უკრაინის ბაზარი ძალიან კარგად მუშაობდა. მიმდინარე ომმა ძალიან დაგვაზარალა“, - ამბობს , ,კომერსანტთან“ გოჩა ღვინეფაძე.

 

ექსპორტიორის თქმით, უკრაინის ბაზარს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 15% ეჭირა. დანაკარგის კომპენსირებას სამომავლოდ ალტერნატიულ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებით შეეცდებიან.

 

,,საკმაოდ კარგად მუშაობდა უკრაინის ბაზარი, ბრუნვაში 13-15%-ს დავკარგავთ. მთელი გეგმა შეგვეცვალა, ცუდი რამე მოხდა. ალტერნატიული ბაზრებზე გავაძლიერებთ მუშაობას, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, აშშ, ყაზახეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ერაყი.   ახალი პროდუქცია ჩაეშვება, რაზეც ასევე დიდ იმედს ვამყარებთ“, - დასძენს ღვინეფაძე ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის: ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


„აჩინებული“ ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის წვენს აწარმოებს. მათ შორის -  ვაშლის, ატმის, ყურძნის, მაყვლის, ციტრუსის, ალუბლისა და ბროწეულის.


საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 25 ადამიანი.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up