მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ნავალნის ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონ 200 ათასი რუბლის ოდენობით. პროკურატურა ნავალნის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
პირობით ვადამდე გათავისუფლების დარღვევისთვის, ალექსეი ნავალნი უკვე იხდის ორწელიწადნახევრიან სასჯელს. თავად ნავალნი აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდებები, მისი პოლიტიკური ამბიციების ჩასლისკენაა მიმართული.
komersant.ru